ფერიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფერიტი (ლათ. ferrum რკინა)
1. რკინის შენადნობის ფაზური მდგენელი, რომელიც წარმოადგენს ნახშირბადისა და მალეგირებელი ელემენტების მყარ ხსნარს α-რკინაში (α-ფერიტი). აქვს მოცულობითცენტრალური კუბური კრისტალური მესერი. 1401°С-ზე მეტ ტემპერატურაზე რკინანახშირბადიან შენადნობებში ქმნის ნახშირბადის მყარ ხსნარს β- რკინაში (β-ფერიტი), რომელიც განიხილება როგორც მაღალტემპერატურული ფერიტი. ფერიტი ქიმიურად თითქმის სუფთა რკინაა. მალეგირებელი ელემენტების (Cr, Mn, Ni) დამატებით მტკიცდება. არალეგირებული ფერიტი შედარებით რბილი და პლასტიკურია;
2. ფერომაგნიტური ნახევარგამტარი.