ფერი ჟიულ ფრანსუა კამილ
ფერი ჟიულ ფრანსუა კამილ – (ფრანგ. Jules François Camille Ferry; 5 აპრილი 1832 — 17 მარტი 1893), ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი.
1870 მეორე იმპერიის დაცემის შემდეგ იგი „ეროვნული თავდაცვის“ მთავრობაში შედიოდა და აქტიურად ებრძოდა რევოლუციურ მოძრაობას.
1872- დესპანად იყო წარგზავნილი ათენში.
1876 ბურჟუაზიული რესპუბლიკელების ხელში ძალაუფლების გადასვლის შემდეგ, იგი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელია, ხოლო გამბეტას სიკვდილის (1882) შემდეგ მისი ლიდერი ხდება;
1879-85 მას უკავია საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრის პოსტები.
1880-81 და 1883-85 იგი პრემიერ-მინისტრად იქნა არჩეული.
მიისწრაფოდა რა კოლონიალური დაპყრობებისაკენ, ფერი ცდილობდა ყველა ხერხით უზრუნველეყო საფრანგეთ-გერმანიის მშვიდობიანი ურთიერთობების შენარჩუნება. მან მთლიანად უარი თქვა რევანშზე და ო. ბისმარკთან ყველანაირ დათმობებზე მიდიოდა, უარყო რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის პოლიტიკაც, რაც წინა წლებში ტარდებოდა, ყოველივე ამან კი საფრანგეთი სრულ საგარეო-პოლიტიკურ იზოლაციამდე მიიყვანა. ფერის დროს საფრანგეთმა დაიპყრო ტუნისი (1881), კუნძული მადაგასკარი და ტერიტორიები აფრიკაში მდინარე კონგოსა და ნიგერის გაყოლებით (ფრანგულის სპილოს ძვლის ნაპირი და დაპომეა. რომლებიც საბოლოოდ საფრანგეთის დასავლეთ აფრიკის შემადგენლობაში შევიდნენ). 1843 დაიწყო ვიეტნამის ოკუპაცია. საფრანგეთის ჯარების დამარცხებამ ლანგ-სონთან ინდოჩინეთში 1885 წლის მარტში ფერის კაბინეტის დაშლა გამოიწვია.