ფეხის დაბწნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფეხის დაბწნალეჩხუმში გავრცელებული საახალწლო ჩვეულება. თითოეული პიროვნება ახალი წლის პირველ სამ დღეს „ფეხს იბწნის“, ე. ი. კეთილად მიჩნეულ ოჯახში მიდის და ბედს დაიხელადებს. მასპინძელი სუფრაზე მიიწვევს, ხელებს ღვინით დააბანინებს და თითებზე მარილს წააყრის. მეკვლეს მსგავსად, წასვლისას მასპინძელი ბამბის ქულას ან ყაჭს დაუხელადებს თეთრთან ერთად, ეტყვის: „იმდენ წელს არაფერი გეტკინოს, რამდენი ბეწვიც. ამაშია. შოვნაში და ბედნიერებაში გაგეტარებინოს მთელი წელიწადი“.

მ. ჩიქოვანი


ლიტერატურა

  • ნ. ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში, 1969, გვ. 231;
  • მ. ალავიძე, ლეჩხუმის ზეპირსიტყვაობა, 1951, გვ. 127.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II ‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები