ფეხსაცმელი ჭვინტიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფეხსაცმელი ჭვინტიანი

ფეხსაცმელი ჭვინტიანი - საქართველოში ფეხსაცმლის ასეთი ტიპი როგორც უყელო, ასევე ყელიანი, გავრცელებული იყო მაღალი წოდების წარმომადგენელი მოქალაქისა და ხელოსნთა ჩაცმულობაში. განსაკუთრებით XIX-XX საუკუნის მიჯნაზე.

ცნობები ჭვინტიანი ფეხსაცმლის შესახებ უკვე XVII საუკუნიდან გვხვდება. თუმცა უეჭველია, რომ ფეხსაცმლის ასეთი ტიპი უძველესი დროიდან მომდინარეობს. ქართული ჭვინტიანი ფეხსაცმლის დამზადების ტრადიციები ბოლო დრომდე შემოინახა ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიულ ყოფაში. საქართველოს მუზეუმში დაცულია კავკასიური ჭვინტიანი ფეხსაცმელი - საქორწინო კარაჭინი //ჩითა // ფეხა, რომელიც დედოფლისთვის იყო განკუთვნილი და საბოლოოდ იგი მოხუცებულობის ჟამს საფლავში ჩასატანებლად იყო გამიზნული. ზოგიერთი ასეთი ჭვინტიანი ფეხსაცმელი რიტუალური დანიშნულების იყო და მას საქორწინო რიტუალი საპოთროპული დანიშნულება გააჩნდა. საგულისხმოა, რომ კავკასიურ-ქართულ ჭვინტიან ფეხსაცმელს პარალელები ძველი აღმოსავლეთის ეთნიკურ არეში მოეპოვება, რაც ამ ორი რეგიონის კულტურულ–გენეტიკურ ნათესაობას ათვალსაჩინოებს.

ლიტერატურა

გ. ჩიტაია, ქართული ჭვიტიანი ფეხსაცმელი, შრომები, ტ. II, 2000.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები