ფეხწიბოიანი მიცენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფეხწიბოიანი მიცენა (ლათ. Mycena polygramma (Fr.) S.F.Gray. რუს. Мицена полосатоножковая)
ქუდი – 2-6 სმ დიამეტრისაა, ზარისებრი, ახასიათებს ბორცვაკი, კიდეებთან ზოლიანია, ხშირად დაკბილული, სადა ზედაპირით, მონაცრისფრო-ყავისფერია, იშვიათად მოთეთრო. ფირფიტები თითქმის თავისუფალია, მეჩხერი, დაკბილული კიდეებით, თეთრია, ნაცრისფერი ან მოვარდისფრო.
ფეხი – 3-14 სმ სიგრძისა და 0,1-0,5 სმ სისქისაა, სწორი, თანაბარი სიმსხოსი, ძირში ფესვისებურადაა წაგრძელებული და ბუსუსიანია, სიგრძივ დაღარულია, ქუდისფერია ან ოდნავ ცისფერი გადაკრავს.
სპორები – ფართო-ელიფსისებრია, უფერული, 8-10X5,5-7 მკმ.
იზრდება დამპალ ფოთლოვან ხეებზე, განსაკუთრებით საჭმელად, მუხაზე.
საჭმელად უვარგისია.