ფთორპლასტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფთორლონი-დან)
ფთორპლასტი (ფთორლონი) – ფთორის შემცველი პოლიმერების ტექნიკური დასახელება. მას მიეკუთვნება პოლიტეტრაფთორეთილენი, პოლიტრიფთორქლორეთილენი, პოლივინილდენთტორიდი, აგრეთვე ფთორისგან წარმოებული თანაპოლიმერები. ფართოდ გამოიყენება ტექნიკაში: კაბელების გამაცხელებელი ძარღვის საიზოლაციოდ, ანტიფრიქციულ მასალად მანქანებში, სადებების, საყელურების, მაღალი წნევის ჰიდროსისტემების შლანგების დასამზადებლად. გამოირჩევა ქიმიური მედეგობით აგრესიული გარემოს მიმართ.