ფთორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფთორი – (ინგლ. fluorine < ლათ. fluor(ic) დენადი ფლუსი), მკრთალი-მოყვითალო ფერის, მკვეთრი სუნის, ძლიერ მომწამლავი აირი.
ქიმიური სიმბოლო F.
სიმკვრივე: თხევად მდგომარეობაში – 1505 კგ/მ3, აირად მდგომარეობაში – 1696 კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა – −219,67°C;
დუღილის ტემპერატურა – −188,11°C.
ბუნებაში ძირითადად თავმოყრილია მინერალ ფლიუორიტში. გამოიყენება თაბაშირის მჭიდა მასალების წარმოებაში, სარაკეტო საწვავის დამჟანგავად (ქლორის ტრიფთორიდი), ურანის იზოტოპების გასაყოფად (ურანის ჰექსაფთორიდი), მაცივებელ აგენტად (ფრეონი), ქიმიურად ინერტული პოლიმერების წარმოებაში (ტეფლონი), ალუმინის მისაღებად (ნატრიუმის ჰექსაფთოროალუმინატი) და სხვა.