ფიალკა ლადისლავ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლადისლავ ფიალკა − (ჩეხ. Ladislav Fialka, 1931-1991), ჩეხი მიმი. 1956 წ. დაამთავრა პარიზის კონსერვატორია (ცეკვის განხრით). 1958 წ. მუშაობას იწყებს მუსიკალურ-დრამატულ თეატრში „თეატრი ზაბრადლიზე“. ამავე თეატრში აყალიბებს დასს, ქმნის მუსიკალურ-დრამატულ და პანტომიმურ სპექტაკლებს. 1960 წ. თეატრს ეწოდა „პანტომიმა ზაბრადლიზე“. პირველი პროგრამა, რომელიც მან დადგა, იყო „პანტომიმა ზაბრადლიზე“. ამას მოჰყვა „ეტიუდები“, „ცხრა შლიაპა პრაღის თავზე“, „პანტომიმის გზა“ (და სხვ.). ამ პროგრამებში თავად ასრულებდა მთავარ როლებს.