ფიბრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფიბრა (ლათ. fibra ბოჭკო, ძარღვი)
1. მოქნილი და მკვრივი ქაღალდის მასა, ქიმიურად დამუშავებული და დაწნეხილი; იყენებენ საიზოლაციო მასალად და ტყავის შემცვლელად. უშვებენ ფურცლის, მილის ან ღეროს სახით;
2. მასალა წვრილი ბოჭკოების ან ვიწრო ზოლების სახით, რომელიც გამოიყენება ბეტონის ან პლასტმასის კონსტრუქციების დისპერსიული დაარმირებისათვის. ამ დროს იმატებს მასალის წინაღობა ჭიმვაზე, ცვეთაზე, დარტყმით დატვირთვებზე. ფიბრა შეიძლება იყოს ფოლადის, მინის, ბაზალტის, პოლიმერისა და სხვა.