ფიბროლითი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფიბროლითი (ლათ. fibra ბოჭკო და ბერძ. lithos ქვა) – საშენი მასალა, რომელიც შედგება მერქნის წვრილი ნარჩენების, ქიმიური დანამატებისა და მაგნეზიური შემკვრელისაგან. ხასიათდება კარგი თბოსაიზოლაციო თვისებებით, ადვილად მუშავდება, ჭედვადია, ბიო- და ცეცხლმედეგია. გამოიყენება ისევე, როგორც არბოლიტი.