ფიბრომიალგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფიბრომიალგია - ტერმინი „ფიბრომიალგია“, მიუთითებს სინდრომზე, რომელსაც ახასიათებს კუნთების არალოკალიზებული ტკივილი, მგრძნობიარობა, დაჭიმულობა და დაღლილობა. ამ სინდრომს თან ახლავს ცუდი ძილი. ოპერაციული დეფინიცია შემუშავებულია ამერიკის რევმატოლოგიის კოლეჯის მიერ (Wolfe et al., 1990). ერთ-ერთ ფიზიკურ მახასიათებლად ითვლება მრავლობითი მგრძნობიარე უბნების არსებობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ წარმოადგენს სპეციფიკურ ნიშანს. უფრო ხშირად ეს სინდრომი აღენიშნებათ ქალებს, ვიდრე მამაკაცებს; უმეტესად საშუალოი ასაკის ადამიანებთან გვხვდება. ეტიოლოგია დაუდგენელია, მაგრამ შეინიშნება მისი აშკარა კავშირი დეპრესიასა და შფოთვასთან. კონტროლირებადმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ანტიდეპრესანტებს აქვთ ეფექტური მოქმედება (O’Malley et al., 2000). გარდა ამისა, დადებითი შედეგი აჩვენა ქცევითმა ინტერვენციამაც, განსაკუთრებით - ფიზიკური ვარჯიშის ინტენსივობის გაზრდამ (Sim and Adams, 2002).


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები