ფიგლეარები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფიგლეარებიევროპის ქალაქების მოედნებზე სახელდახელოდ შექმნილი ფიცარნაგების არტისტები, ფოკუსნიკები, აკრობატები, მიმები, უფრო იშვიათად – ფარსის გამთამაშებლები, რომლებიც წარმოდგენის შემდეგ ვაჭრობდნენ წვრილმანებით (ნელსაცხებლები, წამლები).

შუა საუკუნეებში ისინი თავის ხელოვნებას უჩვენებდნენ ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში: ახალ ხიდზე – პარიზში, წმ. მარკუსის მოედანზე – ვენეციაში. XX ს. ფიგლიარების ხელოვნების აღდგენის ერთ-ერთ მცდელობა იყო დ. ფოს მიერ ორგანიზებული წარმოდგენები, რომლებსაც იგი მართავდა ქარხნებში, მოედნებზე, პარკებში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები