ფიზალოპტერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფიზალოპტერა – (Physaloptera; ბერძნ. physalis ამპულა, ბებერა + pteron ფრთა), ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Spirurata-ს ქვერაზმს. პარაზიტობენ ხორცისმჭამელი ცხოველებისა და ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.
Physaloptera praeputialis (ლათ. praeputium სხეული) – სახეობა, პარაზიტობს კატისებრთა ოჯახის შინაური და გარეული ცხოველების საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – სწორფრთიანი მწერები, ხოჭოები.