ფიზდელის ჩაქუჩი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფიზდელის ჩაქუჩი − ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება ბეტონის სიმტკიცის განსაზღვრისათვის არამრღვევი მეთოდით (პლასტიკური დეფორმაციის მიხედვით). ხელსაწყო შედგება ხის სახელურიანი ჩაქუჩისაგან, ბოლოზე სფერული ბუდეთი, რომელშიც ჩასმულია ფოლადის 17,5 მმ დიამეტრის ბურთულა. იდაყვში მოქნეულ ხელის ჩაქუჩს ბურთულით, საშუალო ძალით, ურტყამენ ბეტონის ზედაპირს – ხდება 10-12 ერთმანეთისაგან არანაკლებ 30 მმ-ით დაშორებული დარტყმა. ანაბეჭდის სიღრმის ან დიამეტრის საშუალო მნიშვნელობის მიხედვით, სატარირო მრუდის მეშვეობით, ადგენენ ბეტონის სიმტკიცეს.