ფიზიოკრატიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფიზიოკრატიზმი - (physiocratism, ბერძნ. physis ბუნება + kratos ძალაუფლება), ეკონომიკური მიმართულება, რომელიც აღმოცენდა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში საფრანგეთში. ფიზიოკრატიზმმა შეცვალა მერკანტილიზმი. ფიზიოკრატები (ფ. კენე, ა. ტიურგო, ვ. მირაბო, გ. ლეტრონი, პ. დიუპონ დე ნემური და სხვ.) სიმდიდრის ერთადერთ წყაროდ სოფლის მეურნეობის, კერძოდ, მიწათმოქმედების განვითარებას მიიჩნევდნენ, ხოლო სამიწათმოქმედო შრომას ერთადერთ მწარმოებლურ შრომად თვლიდნენ. ფიზიოკრატებმა, პირველად ისტორიაში, კვლევის სფერო მიმოქცევიდან მატერიალური წარმოების სფეროში გადაიტანეს. მათი დიდი დამსახურება ის არის, რომ სიმდიდრის წყაროს ეძებდნენ არა მიმოქცევის, არამედ წარმოების სფეროში.