ფიზოცეფალოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფიზოცეფალოზი – (physocephalosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Physocephalus + ბერძნ. osis დაავადება), ჩლიქოსანი ცხოველების ჰელმინთოზი, რომლის აღმძვრელი – Physocephalus sexalatus პარაზიტობს კუჭში. უპირატესად ავადდება შინაური და გარეული ღორი. გავრცელებულია ყველგან.
სიმპტომები: კვების შეწყვეტა, წყურვილი, ფაღარათი, მოუსვენრობა, ზრდა-განვითარების შეფერხება.