ფილარმონია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფილარმონია – (ბერძ. phileo - მიყვარს და harmonia - ჰარმონია),
1. საკონცერტო ორგანიზაციებისა და საზოგადოებების სახელწოდება ზოგიერთ ქვყანაში. XIX ს- ში ევროპულ და ამერიკულ ქალაქებში შეიქმნა ფილარმონიული საზოგადოებები, რომლებიც პროპაგანდას უწევდნენ სიმფონიურ მუსიკას . XX ს-ში ასეთი საზოგადოებები ფართოდ გავრცელდა. საქართველოში ფილარმონიული საზოგადოება ჩამოყალიბდა 1905.
2. საზოგადოება ან დაწესებულება, რომელიც აწყობს კონცერტებს და ეწევა მუსიკალური ხელოვნების პროპაგანდას.