ფილაროიდესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფილაროიდესი – (Filaroides; ლათ. filum ძაფი + eidos მსგავსი, გარეგნობა), ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Filaroididae-ს ოჯახს, Strongylata-ს ქვერაზმს. Filaroides osleri (ინგლისელი პარაზიტოლოგის უ. ოსლერის პატივსაცემად) – სახეობა, პარაზიტობს ძაღლისა და კატის ტრაქეასა და ბრონქებში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – ხმელეთის მოლუსკები. ხორცისმჭამელი ცხოველების ფილაროიდოზის აღმძვრელი.