გადახურვის ფილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფილა გადახურვის-დან)
გადახურვის ფილა – (პანელი გადახურვის) – შენობის მზიდი სისტემის ელემენტი, რომელიც იღებს მასზე მოქმედ ვერტიკალურ დატვირთვებს და გადასცემს რიგელებს; აგრეთვე, იღებს კუმშვისა და ძვრის ძალებს, რომელიც წამოიშობა გადახურვის დისკოში ფილის (პანელის) ღუნვაზე მუშაობისას. გადახურვის ფილები ძირითადად მზადდება რკინაბეტონისაგან, იშვიათად ხისა და ლითონისაგან სამფენოვანი ფილების სახით. არსებობს რკინაბეტონის ფილის სახეები: მთლიანკვეთიანი, სიღრუეებიანი, წიბოვანი.