ფილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფილა

1. მკვრივი მასალა, რომელსაც დიდი ფართობის ბრტყელი ზედაპირი აქვს. სისქის მიხედვით არსებობს თხელი და სქელი. მშენებლობაში ფილა ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ნაკეთობაა. მას იყენებენ სახურავებში, სართულშუა გადახურვებში, საძირკვლებში, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში, საგზაო მშენებლობაში, მოსაპირკეთებელ სამუშაოებში; აივნების, იატაკების, ეზოებისა და ტროტუარების მოსაწყობად და ა.შ.;


2. ბრტყელი სხეული, რომლის სისქე გაცილებით ნაკლებია სიგრძესა და სიგანესთან შედარებით. არსებობს ფილის სახეები: ამრეკლი, ბეტონის, ბრტყელი, გადახურვის, განმბჯენი, გრანიტის, დასაკვალი, დაწებებული, დეკორატიული, ეტალონური, ზემაგარი, თბოსაიზოლაციო, თუჯის, თხელი, იატაკის, კაპიტელზედა, კედლის, კერამიკული, კერამიკული მოჭიქული, კერამიკული ფასადის, კონტურზე დაყრდნობილი, კოჭური, კუთხის, ლავგარდანის, ლელქაშის, ლითონის, ლორფინის, მამოწმებელი, მარბლიტი, მარმარილოს, მაცივარი, მდფ, მერქნის, მერქანბოჭკოვანი, მერქანბურბუშელოვანი, მერქნის ნარჩენების, მეტლახის, მთლიანკვეთიანი, მინის, მინაპლასტიკის, მინატექსტილიტის, მინა-მარმარილოს, მინის, მოდელქვეშა, მოსაპირკეთებელი, მოჭიქული, მრავალსიღრუიანი, მხურვალგამძლე, ნახევრადმყარი, ორმაგი სიმრუდის, პლასტმასის, პოლიკარბონატის, პოლისტირენის, რაფის, რეზინის, რეზინის ეკოფლორი, რკინაბეტონის, რკინის, საანკერო, საბრუნი, სადურგლო, საზუსტებელი, საიატაკე, საიზოლაციო, საკონტაქტო, საკონტროლო, სამარწუხე, სამოდელო, სამოწმებელი, საფეხურის, საყრდენი, სამშენებლო, საპარკეტე, საყრდენი, საშაბრავი, საძირკვლის, საწნეხი, საწრფევებელი, სახურავის, საჯავშნე, სინთეზური გრანიტის, სმალტის, სქელი, ტორფის, უჯრედებიანი, უჭრი, უჯრედოვანი, ფანერის, ფიბროლითის, ფოლადის, ქაფპოლისტირენის, ქვედის, ქვის, ქშინის, ღრუ, შამოტის, შუასაგები, ცემენტბურბუშელის, ცვეთამედეგი, ცილინდრული, ცოკოლის, ძირითადი, წიბოვანი, წიდააზბესტის, წიდაბეტონის, წიდასიტალის, წინასწარ დაძაბული, წყალგადასაშვები, წყალმედეგი, წყალჩასაშვები, ხის, ხის ორიენტირებული და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები