ცემენტ-ბურბუშელას ფილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცემენტ-ბურბუშელას ფილა – კონსტრუქციული მასალა, რომელიც შედგება პორტლანდცემენტში არეული დაწნეხილი ხის ბურბუშელას, დანამატებისა და წყლისაგან. გამოირჩევა ყინვამედეგობით, არატოქსიკურობითა და დამუშავების სიმარტივით. გამოიყენება შემომზღუდავი კონსტრუქციების, ტიხრებისა და იატაკებისათვის.