რეზინის ფილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

რეზინის ფილა – თანამედროვე საშენი მასალა, რომელიც შედგება რეზინის მასისა და ფერადი შემავსებლისაგან, შეერთებული სპეციალური შემადგენლობის პოლიურეთანით. დასამზადებლად გამოიყენება დანაწევრებული რეზინის ნაფხვენი, მიღებული ავტომობილის მეორადი საბურავების (ან სხვა ნაკეთობების) გადამუშავებით. ფილას აქვს რეზინისათვის დამახასიათებელი თვისებები: ელასტიკურობა, დრეკადობა, მცირე დეფორმადობა, დარტყმისა და ბგერაშთანთქმადობა, ცვეთა- და ყინვამედეგობა, მდგრადობა მექანიკური დაზიანებებისა და ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ და სხვ. ტრანსპორტირებისას არ ზიანდება; ეკოლოგიურად სუფთაა. ბეტონისა და კერამიკულ ფილებთან შედარებით რეზინის ფილას აქვს რიგი უპირატესობებისა: არ ტყდება, არ იხლიჩება, ადვილი მოსავლელია, აქვს ექსპლუატაციის დიდი ვადა. წარმატებით გამოიყენება საბავშვო და სასპორტო მოედნების, საცურაო აუზების, სამრეწველო საწარმოების, აგარაკების, ბაღის ბილიკების, სკვერებისა და მისთანთა მოსაწყობად. საშუალებას იძლევა განვახორციელოთ საინტერესო დიზაინერული გადაწყვეტები; ფერების სხვადასხვა გამა დადებითად მოქმედებს ბავშვების განწყობაზე, ალამაზებს სკვერებსა და მოედნებს და ქმნის დასვენებისა თუ მუშაობის საუკეთესო გარემოს. ამავე დროს მაქსიმალურად ამცირებს ბავშვთა ტრავმატიზმს საბავშვო მოედნებზე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები