სინთეზური გრანიტის ფილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფილა სინთეზური გრანიტის-დან)
სინთეზური გრანიტის ფილა – ფილა, რომელიც მიიღება ბრძმედული წიდის, ღორღისა და სხვა მასალების შენადნობისაგან მართული კრისტალიზაციით ან დაწნეხით. აქვს გრანიტის ანალოგიური ტექსტურა, გააჩნია მაღალი წყალ- და დარტყმამედეგობა. გამოიყენება შენობების ინტერიერებისა და ექსტერიერების მოსაპირკეთებლად.