ფილიგრანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან

სამაჯური: ტიხრული მინანქარი, ოქრო, ფილიგრანი ავტორი – ეკა სამხარაძე, გალერეა შარდენი, საქართველო
ფილიგრანი (იტალ. filigrana < ლათ. filum ძაფი და graneus მარცვლოვანი) – ოქროს, ვერცხლის, სპილენძისა და ა.შ. წვრილი გრეხილი მავთულით შექმნილი იუველირული (მხატვრული) ნაკეთობა, რომელსაც წნული მაქმანის სახე აქვს.