ფილიკოლოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფილიკოლოზი – (filicollosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Filicollis + ბერძნ. osis დაავადება), ფრინველის ჰელმინთოზი. მისი აღმძვრელებია თავეკლიანები, რომლებიც პარაზიტობენ ფრინველის ნაწლავებში. ავადდებიან იხვები, ბატები, წყალმცურავი გარეული და ჭაობის ფრინველები. დაავადება გავრცელებულია ყველგან.
სიმპტომები: ზოგადი სისუსტე, ბუმბულის აბურძგვნა, მადის დაქვეითება, მოზარდეულის ზრდა-განვითარების შეფერხება. ინტენსიური დაინვაზიების დროს ფრინველი კვდება.