ფინდიხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფინდიხი, კარტეჩი,
1. ახლო მანძილზე მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დასაზიანებელი საარტილერიო ჭურვი.
XIV-XVI საუკუნეებში მზადდებოდა წვრილი ქვებისა და რკინის ნაჭრებისაგან. XVII-XIX საუკუნეებში – ტყვიის ან თუჯის ბურთულებით სავსე ჭურვი, რომლის კორპუსი მზადდებოდა ლითონის ან მუყაოსაგან.
2. მსხვილ დიამეტრიანი (5 მმ-ზე მეტი) სანადირო საფანტი.