ფირდოუსის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფირდოუსის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ხარფუხი); ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან იოსებ გრიშაშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს.
თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ბორჩალოს შესახვევი, თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია ა. ტაგი-ზადეს შესახვევის სახელწოდებით. 40-იან წლებში ფირდოუსის სახელი დაერქვა. აქვს 1 ჩიხი.