ფირლინგერი ზდენეკ
ზდენეკ ფირლინგერი – (ჩრხ. Zdeněk Fierlinger, 11 ივლისი 1891 წელი — 2 მაისი 1976), ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი.
1922-24 წარგზავნილი ნიდერლანდში, 1924-25 – რუმინეთში, 1925-26 -აშშ-ში. 1927-29 – შვეიცარიაში. 1930-36 – ავსტრიაში, ამავე დროს 1928-32 იყო ჩეხოსლოვაკიის წარმომადგენელი ერთა ლიგაში. 1937-39 – სსრკ-ში. ფაშისტური გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის გამო 1919 ემიგრირებული იყო საფრანგეთში, შემდგომ კი – დიდ ბრიტანეთში. 1941 – სსრკ-ში ჩეხოსლოვაკიის წარმომადგენელი, ხოლო 1942-45 – ელჩი. ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირ-ჩეხოსლოვაკიის შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს 1942, 1943 და 1945. 1945-46 – ჩეხებისა და სლოვაკების ეროვნული ფრონტის მთავრობის თავმჯდომარე. 1946-53 – მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე; 1953-64 – ეროვნული კრების თავმჯდომარე; 1948-66 – ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი; 1964-69 – ჩეხოსლოვაკია-საბჭოთა კავშირის მეგობრობის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე; 1969 თანამდებობიდან გადადგა.