ბუნებრივი ფისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფისი ბუნებრივი-დან)
ბუნებრივი ფისი – სხვადასხვა გამჭვირვალობისა და შეფერილობის ამორფული ნივთიერება, რომელსაც გამოყოფს მცენარეები ნორმალური ფიზიოლოგიური ნივთიერებათა ცვლის ან ჭრილობის პირობებში. ბუნებრივი ფისი დნება გაცხელებისას, იხსნება ან იჯირჯვება ორგანულ გამხსნელებში, ქმნის აფსკს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი ფისებია: ქარვა, კანიფოლი, კოპალი, შელაქი და სხვ. (შელაქს გამოყოფენ მწერები). გამოიყენება ლაქების, წებოების, ქაღალდის, გრამფირფიტების წარმოებაში. თანამედროვე პირობებში ბუნებრივის ნაცვლად, ხშირად გამოიყენება სინთეზური ფისები.