კანიფოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კანიფოლი (ლათ. colophon < მცირე აზიის ქ. კოლოფონის სახელის მიხედვით) – პლასტმასის ნაირსახეობა, მსხვრევადი, მინისებრი, ამორფული ნივთიერება მუქი წითელიდან ღია ყვითელ ფერამდე. შედის წიწვოვანი ხის ფისის შემადგენლობაში და მიიღება ხის წვენისაგან, რომელიც ჩამოედინება „დაჭრილ” ხის ტანს. ის იხსნება ორგანულ გამხსნელებში (სპირტი, აცეტონი, ეთერი, ბენზოლი, ქლოროფორმი), მაგრამ არ იხსნება წყალში. გამოყენების სფერო: კაუჩუკის, რეზინის, პლასტმასების, ხელოვნური ტყავის, ლინოლეუმის, საპნის, ლაქების, საღებავების წარმოება. მეტად გავრცელებულია, როგორც ფლიუსი ლითონის ელემენტების ერთმანეთთან შესადუღებლად.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები