ფიშერის განტოლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფიშერის განტოლება (Fisher equation) - განტოლება, რომელიც გვიჩვენებს, რომ სარგებლის ნომინალური განაკვეთი შეიძლება შეიცვალოს სარგებლის რეალური განაკვეთისა და ინფლაციის ტემპის ცვლილების საფუძველზე. ფორმულით გამოისახება ასე:

i = r + n

სადაც i სარგებლის ნომინალური განაკვეთია, r - სარგებლის რეალური განაკვეთი, ხოლო n - ინფლაციის ტემპი. ატარებს ამერიკელი ეკონომისტის ირვინგ ფიშერის სახელს. ფიშერის განტოლების თანახმად, ინფლაციის ტემპის 1%-ით გაზრდა იწვევს სარგებლის ნომინალური განაკვეთის გადიდებას 1%-ით. ინფლაციის ტემპსა და სარგებლის ნომინალურ განაკვეთს შორის ამ თანაფარდობას ფიშერის ეფექტი ეწოდება.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები