ფიშერი ოსკარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოსკარ ფიშერი – (დ. 1921), გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი.
1955-59 – გდრ-ის ელჩი ბულგარეთში;
1959 – გდრ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს განყოფილების გამგე;
1960-62 ასრულებდა საპასუხისმგებლო სამუშაოს გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის აპარატში;
1962-65 სწავლობდა უმაღლეს პარტიულ სკოლაში;
1965-73 – გდრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
1973-74 – საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატს-მდივანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი;
1971-დან იყო გდრ-ის ერთიანი სოციალისტური პარტიის წევრი, გდრ-ის სახალხო პალატის
დეპუტატი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით (1983).