ფიწალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფიწალი − მემინდვრეობის კულტურების ნამჯეულობის ასაღები ხელსაწყო, გააჩნია ტარი და თითები. უფრო ხშირად 3 და 4 თითი. აკეთებდნენ როგორც ხისგან, ასევე რკინისგანაც. ზოგჯერ ფიწალი ბუნებრივი ტოტისაგან გამოითლებოდა, უფრო ხშირად ხის მოხელეები და მჭედლები აკეთებდნენ. ფიწლის თითები ჩარჭობის ხერხით კარგად იღებს ჩალაბულას, თივას, ნალობიერს და ღობისათვის გამზადებულ ფიჩხის კონებს. ფიწლით ხდებოდა კალოზე ძნის ჩაშლა.
წყარო
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი