ფლავისმანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფლავისმანი - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, ტირიფონის არხის ნაპირას. ზღვის დონიდან 800 მეტრი, გორიდან 25 კილომეტრი.

1905 წ გაზაფხულზე სოფელ ფლავისმანის ცენტრში, ყოფილი ეკლესიის გვერდით მემამულე გ. ერისთავის მოქმედებით აღშფოთებულმა გლეხებმა მოკლეს იგი და გადაწვეს მისი სახლ-კარი, მოთავეებმა მახლობელ ტყეს შეაფარეს თავი. მთავრობამ სოფელში ჩააყენა ეგზეკუცია და შემოიღო სამხედრო წესები.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები