ფლამენები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფლამენები(რომ.) კოლეგიაში გაერთიანებული ქურუმები. ეს კოლეგია, რომაელთა რწმენით, ნუმა პომპილიუსს დაუწესებია. ისტორიულ ხანაში ფლამენებს უზენაესი პონტიფექსი ნიშნავდა. კოლეგია შედგებოდა იუპიტერის, მარსისა და კვირინუსის კულტებთან დაკავშირებული სამი უფროსი და თორმეტი პლებსისმიერი ფლამენისაგან. მათი უმთავრესი მოვალეობა ღმერთებისათვის მსხვერპლის შეწირვა იყო. ფლამენები არ ეკარებოდნენ იარაღს, ცხენს, ძაღლს, ცხვარს, უმ ხორცს, პარკოსნებსა და ცომს. მათ არ შეეძლოთ ფიცის დადება, ბეჭდის ტარება, სამგლოვიარო პროცესიებზე დასწრება, იმ სახლში ყოფნა, სადაც მიცვალებული განისვენებდა. ფლამენებს სასჯელმისჯილთა შეფარების უფლება ჰქონდათ.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები