ფლამენკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფლამენკო − (ესპ. Flamenco), მუსიკალური სტილი, დაკავშირებული ანდალუსიელი ბოშების ხელოვნებასთან (წარმოიშვა „კანტე ხონდოსაგან“ XIX საუკუნეს ანდალუსიაში). აგრეთვე ამ სტილის მუსიკა, სიმღერა და ცეკვა. ახასიათებს მომეტებული ემოციური აგზნებულობა, ჭირვეული რიტმი, მოქნილი კილო, ორნამენტიკის და ქრომატიზმების სიუხვე. ფლამენკოს ჟანრი აისახა ესპანურ მუსიკაში და აგრეთვე ევროპელი კომპოზიტორების მიერ ესპანურ სიუჟეტზე შექმნილ ნაწარმოებებში.