ფლაჟოლეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფლაჟოლეტი – (ფრანგ. flageolet)
- რბილი, ოდნავ სისინა ბგერა, რომელიც ჟღერადობით ფლეიტის ბგერას წააგავს. მიიღება ხემიან და საწკმეტ სიმებიან საკრავებზე, სიმის გარკვეულ წერტილებში თითის ოდნავი შეხებით (არასრული დაჭერით).
- ერთ-ერთი ფლეიტისებური რეგისტრი ორგანზე.
- ხის ჩასაბერი სამუსიკო საკრავი – სათითურიანი ფლეიტა, რომელიც ამჟამად გამოსულია ხმარებიდან.