ფლიკ-ფლაკი − (ფრანგ. flic-flac), მომუშავე ფეხის მოძრაობა, რომლის დროს ფეხი, ერგცერებით იატაკზე სრიალით, სწრაფი მოკლე მოსმით, II პოზიციიდან გადადის V პოზიციაში უკანიდან წინ ან წინიდან უკან და კვლავ ბრუნდება II პოზიციაში. დასაშვებია en dehors ან en dedans ბრუნებით გართულებული flic-flac.
წყარო
ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი