ფლოტის ოპერაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფლოტის ოპერაცია - ფლოტილიების და ესკადრების მიზნების, ადგილის და დროის მიხედვით შეთანხმებული და ურთიერთდაკავშირებული ოპერაციების – ასევე ფლოტის გაერთიანებების და შენაერთების ცალკეული საზღვაო ოპერაციების და საბრძოლო მოქმედებების ერთობლიობა.
ფლოტის ოპერაცია ტარდება შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების გაერთიანებებთან და შენაერთებთან ურთიერთქმედებით, ერთიანი ჩანაფიქრით და გეგმით საოკეანო (საზღვაო) საბრძოლო მოქმედებების თეატრზე ოპერატიულ-სტრატეგიული ან ოპერატიული ამოცანების გადასაწყვეტად.