ფლოტის ძალების ბაზირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფლოტის ძალების ბაზირება - ფლოტის ნაწილების (ხომალდების), შენაერთების (გაერთიანებების) მიერ სამხედრო-საზღვაო ბაზების, ნავსადგურების, აეროდრომებისა და სხვა იმ ობიექტების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ საჭირო პირობებს მათი განლაგების და მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის, ყოველდღიური საქმიანობის და საბრძოლო მოქმედებების წარმოებისათვის.

ფლოტის ძალების ბაზირება შეიძლება იყოს მუდმივი და დროებითი (მანევრული), ძირითადი (ზურგისა) და მეწინავე. მისი საშუალებები არის: სტაციონარული და მოძრავაი (სანაპირო და მცურავი).

საომარი მოქმედებების საზღვაო (საოკეანო) თეატრზე მოწყობილი ობიექტების ერთობლიობა შესაბამის ძალებთან, სტაციონარულ და მოძრავ საშუალებებთან შეადგენს ფლოტის ძალების ბაზირების სისტემას.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები