ფობეტორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფობეტორი – (ბერძნ.) „საფრთხობელა“. დიდი პოეტის, ოვიდიუსის თანახმად, ფობეტორი ჰიპნოსის ძეა, ფანტასოსის და მორფევსის ძმა.
ფანტასოსი მოკვდავებს ძილში უსულო საგნების სახით ეცხადება, მორფევსი – ადამიანის სახით, ფობეტორი კი – ფრინველთა, ცხოველთა და გველის სახეს იღებს. სწორედ ამიტომ უწოდეს მას „საფრთხობელა“.