ფობ-ი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფობ-ი- („Free on Board“-FOB „თავისუფლად გემზე“), საქონლის გაყიდვის საბაზისო პირობა საზღვაო გადაზიდვისას საერთაშორისო ვაჭრობაში, რომლის მიხედვითაც ექსპორტიორი ვალდებულია, თავისი ხარჯით დროულად გადაიტანოს საქონელი იმპორტიორის მიერ დაფრახტულ გემზე და გადასცეს მას კონოსამენტი. საქონლის დაზღვევა იმპორტიორის ვალდებულებებში შედის.