ფოგელი ვოლფ დიტრიხ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვოლფ დიტრიხ ფოგელი – (დ. 1936- ?), გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.
უმაღლესი იურიდიული განათლების მიღების შემდეგ მუშაობდა:
1967-71 – პირველი კლასის მრჩევლად მონროვიაში; 1971-74 და 1980-84 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში; 1974-78 – საელჩოში ვარშავაში; 1978-80 – ელჩად გერმანიის საელჩოში ბუჟუმბურაში, ხოლო 1984-88 – აკრაში; 1988-95 – დესპანად, ელჩის მოადგილედ საელჩოში ვარშავაში; 1995 წლის 30 ოქტომბრიდან – საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების ერთ-ერთი რეფერატის ხელმძღვანელად; 1998-დან – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.