ფოკა (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფოკა, (ფოკანი, ფოგა, პოგა) – სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირას, ზღვის დონიდან 2075-2120 მ სიმაღლეზე, ქ. ნინოწმინდიდან 28 კმ მანძილზე, თემის ცენტრი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 2007, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება (98 %) – სომეხი (2002).

შემორჩენილია წმინდა ნინოს დარბაზული ეკლესია, შუა საუკუნეების მეგალითური ციხე-ნამოსახლარის ნანგრევები, მიკვლეულია შუა საუკუნეების ილხანების ვერცხლის მონეტების განძი. არის საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენცია, დედათა და მამათა მონასტერი. მრავლობითობის ნიშანი „ნი” სოფლის სახელწოდებაში მიუთითებს, რომ აქ ორი სოფელი ყოფილა. ყოველწლიურად, 13 ივლისს აღინიშნება წმ. ნინოს დღესასწაული – ნინოობა. ალ. ჯავახიშვილის მიერ შედგენილ რუკაზე [1931-1932 წ.] აღნიშნულია „ფოგა”-ს სახელით.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები