ფოკის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფოკის ეკლესიაწმ. ნინოს სახელობის დარბაზული ეკლესია (XI ს.), ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. ნაგებია მოვარდისფრო ფერის სუფთად გათლილი ანდეზიტური ტუფის კვადრებით. შემორჩენილია მრავალფეროვანი ჩუქურთმები, ასომთავრული წარწერები და კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. მოხსენიებულია ბაგრატ კურაპალატი. ნაგებობა დაზიანებულია და რესტავრირებულია 1997-2002 წლებში. აქვეა აღმართული 5 მ სიმაღლის „ჯვარი ვაზისა”.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები