ფოლკლორული რეპერტუარი
ფოლკლორული რეპერტუარი – მხატვრულ ნიმუშთა მარაგი, რომელიც მთქმელს გააჩნია. პროფესიული მთქმელები წმინდა ფოლკლორული ტექსტების პარალელურად ასრულებენ ინდივიდუალური შემოქმედების ნიმუშებსაც. რეპერტუარის დამუშავება ისტორიული პროცესს შედეგია. რეპერტუარის აღრიცხვა და სრული ჩაწერა შემკრების ძირითადი ამოცანაა. ი. გოგებაშვილი შემკრებთა საყურადღებოდ აცხადებდა რომ საჭიროა იმის ცოდნა თუ სად მოვნახოთ ჩვენთვის საინტერესო ხალხური მასალა: „უკეთესი იქნება, დამწერმა სახალხო ლექსების, ზღაპრების და სხვა თქმულების მცოდნე მოიძებნოს სოფლის ენამეტყველ კაცებში, მწყემსებში, მესტვირეებში და მეფანდურეებში. ამათში უფრო მდიდარი მასალა მოიპოვება. აგრეთვე საჭიროა ვიცოდეთ, რომ ბევრი სიტყვიერი ნაწარმოები, მეტადრე ზღაპრები, შელოცვა, ძველებური ლექსები, ლეგენდები დედაკაცებმა უფრო უკეთესად იციან“. გემოვნებისდა მიხედვით ზოგი მთქმელის რეპერტუარში ეპიკური ჟანრი ჭარბობს, ზოგისაში –– ლირიკა და ა. შ. ისტორიულად ფოლკლორული რეპერტუარი იცვლებოდა, თანამედროვეობის ამსახველი ნაწარმოებები მასში ყოველთვის მნიშვნელო– ვან ადგილს იჭერდა.
გ. ბარნოვი
ლიტერატურა
მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია 1956, გვ. 144-145.