ფონი (ბგერითი ნაკადის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფონი – (< ბერძნ. pone- ხმა, ბგერა), გაბმული ბგერითი ნაკადის უმცირესი დისკრეტული ერთეული, რომელიც მისაწვდომია აღქმისათვის და კვალიფიცირდება როგორც ფონემის მხოლოდ კონკრეტული, ინდივიდუალური ფიზიკური რეალიზაცია მეტყველებაში. მაგ., ქართულ სიტყვაში – ლილა გვაქვს ლ ფონემის ორი კონკრეტული – ლ, (რბილი) და ლ. (მაგარი) რეალიზაცია, ანუ ორი ფონი. ამით ფონები განსხვავდებიან ალოფონებისაგან, რომლებიც განიხილებიან როგორც ერთი და იმავე ფონემის განსხვავებული ვარიანტები (მაგ., ლ, და ლ, როგორც ლ ფონემის ვარიანტები).

ი. ქობალავა


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები