ფონტენბლოს ხელშეკრულება 1814
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფონტენბლოს ხელშეკრულება 1814 – [მე-6 ანტიფრანგული კოალიციის მონაწილეებს (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, პრუსია, შვედეთი და ავსტრია) და ნაპოლეონ I-ს შორის];
ხელი მოაწერეს 30.III (11.IV).1814 ფონტენბლოში (პარიზის მახლობლად). ხელშეკრულება განსაზღვრავდა იმპერატორისა და მისი ოჯახის მდგომარეობას (ტახტიდან გადადგომის შემდეგ). ნაპოლეონი ინარჩუნებდა იმპერატორის ტიტულს და იღებდა სუვერენულ უფლებებს კუნძულ ელბაზე, ასევე ყოველწლიურ რენტას 2 მლნ ფრანკის ოდენობით. მის მეუღლეს გადაეცა პარმის, პიაჩენცის და გვასალტოს საჰერცოგოები, რომლებსაც შემდეგ ნაპოლეონის ვაჟიშვილი მემკვიდრეობით მიიღებდა.