ფორთოხალი არამჟავე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფორთოხალი არამჟავე

ფორთოხალი არამჟავე - ფორთოხლის ამ ჯიშს ასეთი სახელწოდება ეძლევა მცირე რაოდენობის სიმჟავის გამო. გემო არასასიამოვნო ტკბილი აქვს. ჩვენს ნარგავებში გვხვდება იშვიათად. პირველად აწერა ა.ე. კოჟინმა.

ეს ჯიში ცნიბილი ყოფილა პალესტინაში, სადაც მას იყენებენ მოზარდთა კვებისათვის.

მცენარე საშუალო ზომისაა, არაფრით განსხვავდება ფორთოხლის ჰაბიტუსისაგან.

ნაყოფი საშუალოზე დიდია, წესიერი, მრგვალი ან ცოტა ბრტყელი, 200 გრამამდე იწონის; სიმაღლე 7 სმ-მდეა, დიამეტრი – 7,5 და მეტი.

კანი ლამაზი, უსწორ-მასწორო, ეთერზეთოვანი ჯირკვლებით.

ნაყოფის წვერი ან სწორია, ან ცოტა ჩაწეული ხშირად დინგის სვეტის ნიშნით, რომლის გარშემო ჯირკვლები უფრო მეჩხერია. ფუძე ჯამის გარშემო ჩაღრმავებული, ბორცვიანი და დაღადრულნაპირებიანია.

კანის სისქე 1 სმ-დეა, მწარე, მოყვითალო ფერის, მკვრივი აღნაგობის და მჭიდროდ შეზრდილი ხორცთან.

კანის განაჭერზე ეთერზეთოვანი ჯირკვლები ალაგ-ალაგ ორმწკრივად მიყვება, გულის ღერძი ფუყეა. სეგმენტები 10-12, მახვილ-სოლისებრი ფორმის, სქელი უხეში აპკით; ურთიერთშებმულობა მჭიდრო, წვენი უხვი, ხორცი უარომატო, არამჟავე და არასასიამივნოდ ტკბილი. საწვნე უჯრედები მოკლე, თითისტარისებრი, მეტად ნაზი, თესლი მრავალი, თესლის შიგა ფენი და ქალაძას საფარი თეთრია.

ამ ჯიშს სამრეწველო მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ, როგორც ვიტამინის წყარო, საინტერესოა; აგრეთვე საყურადღებოა სელექციისათვის, როგორც შესაჯვარებელი კომპონენტი.


წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები