ფორთოხალი თხელკანიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფორთოხალი თხელკანიანი

ფორთოხალი თხელკანიანი - ამ ჯიშის ფორთოხლის ხე საშუალოზე დიდია, 4–5 მეტრის სიმაღლისა, სქლად შეფოთლილია საღი მუქი მწვანე ფოთლებით. ვარჯი ვერტიკალური, სქელი და ხშირტოტიანია.

ნაყოფი დიდია – 6 სმ. სიმაღლის და 7 სმ. დიამეტრის. ნაყოფის წვერი ორმაგრკალიანია; ეთერზეთოვანი ჯირკვლები როგორც ზედაპირული, ისე ჩამჯდარი, ფუძე ჩაწეულია ბორცვიანი და დაღარული ნაპირით.

კანი ღია ნარინჯისფერია. მოფენილია წვრილი ჯირკვლებით. კანი თხელია – 2–3 მმ. ქვედა ფენი ფუყეა, სეგმენტები შედარებით თანაბარია, მახვილსოლისებრი.

წვენი უხვი აქვს, ტკბილ-მჟავე. საწვნე უჯრედები წვრილია, გრძელშოლტიანები.

სირბილე ნაზი კონსისტენციისა, სეგმენტების აპკი საშუალო სისქისაა, თესლი მრავალია, თესლის შიგასაფარი ყავისფერია, ქალაძესთან საფარი მოწითალოა. თეთრი ლებნები მრავალია.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები